00:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 11:24:14, 603 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. გიორგი გახარია სამინისტროს თანამშრომლებს  ეკონომიკის ყოფილმამინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.

„მე მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას ახალ პოსტზე. ეკონომიკის სამინისტრო დღეს არის მნიშვნელოვანი, კარგად გამართული, სწრაფი მოქმედების ინსტიტუტი, ეს არის უწყება, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და აღსრულდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას ხელში ეს ინსტიტუტი კიდევ უფრო ეფექტური გახდება და ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც გიორგი გახარიამ თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდნენ. „პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ნამდვილად სიამაყის საბაბია, ვიყო ამ გუნდში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და შემდეგ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ახალი გუნდით, ახალი მთავრობით დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics