23:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 16:30:43, 773 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი მელიას: თქვენ დგამთ პოლიტიკურ სპექტაკლს

ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც თქვენ დგამთ და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არ არის საკადრისი იმ ადგილის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნიკა მელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, რომ სიტყვა ნომინალური, რომელიც მან გიორგი კვირიკაშვილის მიმართ გამოიყენა, სულაც არ არის შეურაცხმყოფელი და დემოკრატია ნიშნავს ერთდროულად კითხვის დასმასაც და კრიტიკასაც. 

"ბატონო გიორგი თქვენ ძალიან გიკვირთ, რომ თან გაკრიტიკებთ და თან კითხვას გისვამთ, ეს არის დემოკრატიის არსი, თან აკრიტიკებენ, თან ეკითხებიან. თქვენ რა გინდათ ახლა, თან დითირამბები გიმღეროთ და მერე დაგისვათ კითხვა?!  გეთანხმებით, კითხვა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს უპასუხა და აღნიშნა, რომ ნამდვილი შეურაცხყოფაა, როდესაც ადამიანს ეკითხები რაღაცას და ეს მუდმივად შეურაცხყოფის ზღვარზეა.

„მინდა გითხრათ, რომ თქვენ ალბათ საკუთარი დეფინცია გაქვთ შეურაცხყოფის და ეტყობა, თქვენთვის ასეთი რაღაცეები არ არის შეურაცხყოფა. მინდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილი შეურაცხყოფაა, როცა ადამიანს ეკითხები რაღაცას და ეს არის მუდმივად შეურაცხყოფის ზღვარზე სიარული და არ არის ეს საპარლამენტო ფორმატი, ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც თქვენ დგამთ და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არ არის საკადრისი იმ ადგილის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მე მოსვლისთანავე ვთქვი, რომ არ გამოგვყვებოდითთქვენ ამ რიტორიკაში და ვაგრძელებ ამ მიდგომას, მაგრამ დააფასეთ, მეგობრებო ეს მიდგომა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics