18:22 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 12:28:32, 1258 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა თსუ-ზე: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს კრიზის არ დავარქმევდი

განათლების მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სტუდენტების ერთი ჯგუფი ცდილობს, გამოხატოს რადიკალური ფორმებით თავისი დამოკიდებულება.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ის რაც თსუ-ში ხდება, კრიზისს ვერ დაარქმევს. 

"ერთი ჯგუფი სტუდენტების გამოხატავს რადიკალური ფორმებით თავის დამოკიდებულებას. ამიტომ „აუდიტორია 115“ არ დავარქმევდი მათ. ინტენსიური ურთიერთობა მქონდა თავის დროზე "აუდიტორიასთან" და ძალიან ბევრი, ვინც ჩართული იყო ამ ჯგუფში, ახლა დამოუკიდებლად არის, არ ეთანხმება ამ ექსტრემალურ ძალოვან ნაბიჯებს. მინდა ვთქვა, რომ ამ ხალხისთვის ყველა კარი ღიაა.  ძალიან ნეგატიურად მომხვდა ყურში, აპელირება იმის, რომ პრემიერ-მინისტრმა არ შეასრულა დაპირება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას თქმით, ყველა პუნქტი, რომლის შესრულებასაც პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს დაპირდა, მოგვარდა ან მოგვარების პროცესშია.

“ამ ხალხს ეძახიან სამუშაო მაგიდასთან. მათ უნდოდათ, რომ 45-ე მუხლი შეცვლილიყო, მერე 43-ე მუხლიც შეცვალეს. დღესაც განათლებისა და მეცნიერების ახლად ჩამოყალიბებული კომიტეტი, ჩვენ სამინისტრო, თსუ-ს ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობა, ყველა ეუბნება მათ, რომ ნუ შეუშლით სასწავლო პროცესს ხელს. სტუდენტების ამ ჯგუფს ვეუბნებით, შემოგვიერთდით, ვიმუშაოთ. თუმცა, გუშინ რა მოთხოვნებიც ქონდათ, იყო ახალი და ეს მე მაწუხებს და მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია, გზადაგზა შეცვალონ მოთხოვნები, რათა  არ დასრულდეს პროცესი”, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics