|
2016-11-25 18:35:40, 806 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ხიდაშელმა ეთიკა ბევრჯერ დაარღვია და მე შეიძლება გული მეტკინოს ამაზე
სამწუხაროდ, მისი [ხიდაშელის] მხრიდან ეს ეთიკა ბევრჯერ დაირღვა, მე ბევრჯერ შეიძლება გული მეტკინოს ამაზე, მაგრამ არაუშავს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, როდესაც შეიარაღებულ ძალებში თინა ხიდაშელის მიერ გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თენგიზ გუნავას კითხვას უპასუხა. „თინა ხიდაშელმა განცხადება გამოაცხადა პირდაპირ ეთერში, სამწუხაროდ. მე ამდენი ხანი საჯარო სირცეში კრიტიკისგან თავს ვიკავებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი კაბინეტის წევრები ვიყავით. სამწუხაროდ, მისი მხრიდან ეს ეთიკა ბევრჯერ დაირღვა. მე ბევრჯერ შეიძლება გული მეტკინოს ამაზე, მაგრამ არაუშავს. პოლიტიკაში გულისტკენები არ არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იყო შესაბამისობაში იმ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც ჩვენ ერთად გვაქვს დამტკიცებული, მაგრამ იყო მოუმზადებელი იმ დროსა და სივრცეში, როცა მიიღეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)