23:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 18:14:56, 651 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი ბოკერიას: ივანიშვილი ვერ გათვლიდა იმას, რომ რუსეთი ყირიმს დაიპყრობდა

თქვენ მაინც, არ გამეცით პასუხი, ამ ბრწყინვალე მე-4 წელზე. მე ვერ გავიგე, ეს იყო არაკომპეტენტურობა თუ ეთანხმებით ივანიშვილს, თუ რაშია საქმე? იქნებ მითხრათ - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს.

აღნიშნულს კვირიკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ:

"რაც შეეხება მე-4 წელს, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი ვერ გათვლიდა, და მე არ ვიცი ადამიანი ვინც გათვლიდა იმას, რომ რუსეთი დაიპყრობდა ყირიმს და შემდეგ უკვე დონეცკის მიმართულებით მიიტანდა შეტევას. ამ რეგიონების მასშტაბებს გაცდენილ კომფლიქტს, რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია, მთელი რეგიონის ეკონომიკა ჩააგდო რტულ ვითარებაში. არ მგონია, რომ სასაყვედურო იყოს, თუ რატომ ვერ გათვალა ივანიშვილმა ეს კომპლიქტი", - უპასუხა კვირიკაშვილმა.

ამასთან, გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ რატომ არ ჩადის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით, რაზეც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა და ის უკრაინაში ვიცე-პრემიერის რანგში იყო. 

ამას მოჰყვა ბოკერიას კომენტარი, რომ ის პრემიერ-მინისტრს გულისხმობს და არა ვიცე-პრემიერს. ბოკერიას თქმით, 4 წელია რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილან.

"ძალიან ბევრი ქვეყანაა სადაც ოფიციალური ვიზიტით არ ვყოფილვარ. ვიყავი ვიცე-პრემიერობის დროს, ბ-ნ კახი კალაძესთან", - უპასუხა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics