05:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 13:18:47, 1605 ნახვა

პოლიტიკა სამართალი
კახა კახიშვილმა პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სისტემის შემოღება შესთავაზა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სისტემის - წინასააღკვეთო პრობაციის შემოღება შესთავაზა, - ამის შესახებ კახიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, დღეს  მხოლოდ მხოლოდ ორი აღკვეთის ღონისძიების სახე გამოიყენება, ესენია პატიმრობა და გირაოთი გათავისუფლება. 

"ჩვენ ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ახალ ფორმაზე. ეს არის შინაპატიმრობა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიება. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახეა, რომელიც გამოიყენება სასამართლოს მიერ - გირაო და პატიმრობა, აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატიული, უფრო მეტად ეფექტური აღკვეთის ღონისძიების არ არსებობის შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება პატიმრობა, ამიტომ შორს წავედით და შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას, იმისთვის რომ შევამციროთ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა.

ამასთან, ჩვენ ვცვლით ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებს. დღეს ეს ვადები არის 90 დღე მაღალი რისკისთვის და 60 დღე საშუალო რისკისთვის. შესაბამისად მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, 90-დან 60 დღემდე, ხოლო საშუალო რისკის ბრალდებულებისთვის 60-დან 30 დღემდე დავაწესებთ, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს", - განაცხადა კახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics