|
2016-11-23 21:15:54, 837 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს კიევში აქციას გამართავს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს კიევში აქციას გამართავს. ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, მისი მოძრაობის ოფისს სპეცსამსახურები უთვალთვალებენ, უკრაინის ძირითადმა ტელეკომპანიებმა კი კარი დაუკეტეს. როგორც ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, ეს ყველა ზომა მიმართულია იმისთვის, რომ მან და მისმა მხარდამჭერებმა ბრძოლა შეწყვიტონ. "ჩვენ გვინდოდა წესრიგის რეფორმები, ამის მაგივრად მივიღეთ რეფორმების იმიტაცია და სრული არეულობა ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენ უნდა ვაჩევნოთ, რომ ქვეყანაში სხვა, ახალი ძალები არსებობს, გულწრფელი, მოწესრიგებული, რომლებსაც რეალურად აქვთ ქვეყნის დაცვის მოტივაცია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ, გვჯერა უკრაინის მომავლის. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და ენერგია, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვერ მოგვისყიდიან, ვერ დაგვაშორებენ, ჩვენით არ შეუძლიათ მანიპულირება. უკრაინას აქვს ეს ძალები. მე მჯერა ქვეყნის ძალის. ბოლომდე ვიბრძოლებ. მინდა, რომ ყველანი ერთად ვიყოთ. მე თქვენ არ გიღალატებთ. იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში თქვენც ჩვენთან ერთად იქნებით. 27 ნოემბერს, 13.00 საათზე ვიკრიბებით ჩერნოვოლის ქანდაკებასთან, პარლამენტის ორი წლისთავზე. ჩვენ უნდა ვთქვათ - საკმარისია. ჩვენ რეალურად დავიღალეთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ გააგრძელოთ ის, რასაც თქვენ აკეთებდით. ჩვენ გავერთიანდებით, უფრო და უფრო ბევრნი ვიქნებით და ჩვენ საბოლოო გამარჯვებას მოვიპოვებთ, უკრაინისთვის და ყველა უკრაინელი ოჯახისთვის. ეს ყველაფერი დაიწყება აქ. გელოდებით“, - აღნიშნა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)