|
2016-11-23 17:11:41, 772 ნახვა
სამხედრო
საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) მემორიალი გაიხსნა. მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გახსნეს და გვირგვინით შეამკეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და მათ ოჯახებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენი მოტივაცია ჩვენს საქმეში და ამ ბიჭების მოტივაცია სამხედრო სამსახურში პირველ რიგში არის ის, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ჩვენს არსებობას და ღვაწლს ქვეყნის წინაშე აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასე დავუფასებთ გმირებს მათ განვლილ ცხოვრებას და იმ გმირობას, რაც მათ სამშობლოს წინაშე ჩაიდინეს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. მემორიალის გახსნას ასევე დაესწრნენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გიორგი ბუთხუზი. ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შეასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)