21:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 15:43:09, 875 ნახვა

პოლიტიკა
ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ეწვევა

2016 წლის 24-25 ნოემბერს საქართველოში  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს,  ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის ოფიციალური ვიზიტი შდგება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან მიხეილ ჯანელიძესთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება „უორდროპის დიალოგის" პლენარული სესიის გახსნის ცერემონია, რის შემდეგაც მინისტრები გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას.

„უორდროპის დიალოგის" ფარგლებში ასევე გაიმართება თემატური ჯგუფების შეხვედრა. სამუშაო სესიებზე საუბარი წარიმართება პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე; ეკონომიკურ დასავაჭრო საკითხებზე; კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე;

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი ეწვევა კრიზისების მართვის ცენტრს და მოინახულეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას. მინისტრი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას.

ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი - „უორდროპის დიალოგი" 2014 წელს დაფუძნდა, რომელიც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება.
 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics