|
2016-11-23 13:38:48, 776 ნახვა
სამხედრო
კაპანაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში
ჩემი ფუნქცია ახალ თანამდებობაზე იქნება, რომ შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში, - ამის შესახებ შეიარარებული ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის ქვეყნის სამხედრო ძალების განვითარებაში მაქსიმალურად იქნება ჩართული. "ჩვენ უკვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ალიანსთან. ჩემი ფუნქცია ახალ თანამდებობაზე იქნება, რომ შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში. ამისთვის გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებასაც, ჩემს ცოდნასაც, ჩემს პირად ურთიერთობასაც არსებულ სამხედრო ისტებლიშმენტთან და შევეცდები გავაკეთო ყველაფერი საუკეთესო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შეიარაღებული ძალებისათვის", -აღნიშნა კაპანაძემ. ცნობისთვის, ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, მუშაობას ნატო-ში გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)