|
2016-11-23 13:33:29, 835 ნახვა
სამხედრო
იზორია: ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია
ჩვენი უნარით უნდა შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და აგრესიის თავიდან აცილება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. იზორიას თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ საბრძოლო მზადყოფნა მაღალი იყოს. „ჩვენ, ჩვენი უნარით უნდა შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და საბრძოლო მომზადების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებ”, - განაცხადა ლევან იზორიამ. „რატიფიცირებულ იქნას კანონი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)