20:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 14:01:09, 1318 ნახვა

პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცნობილია

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი ვერ მოხვდნენ.  ხადურს  ფინანსთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანაცვლებს, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას კი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაიკავებს. ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მცირე ხნით, სააკაშვილის  ხელისუფლების დროს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

გარდა ამისა, ცვლილება შეეხო ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატსაც. სახელმწიფო მინისტრის პოსტს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე დაიკავებს. როგორც უკვე ცნობილია, დავით ბაქრაძე აშშ-ში ელჩად გააგრძელებს მოღვაწეობას. ენერგეტიკის მინისტრად ბრუნდება კახი კალაძე. მინისტრის  მოვალეობას ამ დრომდე  ილია ელოშვილი ასრულებდა, რომელიც საქმიანობას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მას კვლავ ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

 სხვა უწყებებს ცვლილებები არ შეხებია. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იუსტიციის მინისტრად კვლავ თეა წულუკიანი წარადგინა, შს მინისტრად-გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრად-ლევან იზორია, გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად-გიგლა აგულაშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად-კახა კახიშვილი, განათლების მინისტრად-ალექსანდრე ჯეჯელავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად-ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად-სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრად-მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად-დავით სერგეენკო.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანომ მათ ნდობა უნდა გამოუცხადოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics