18:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 22:58:46, 1632 ნახვა

ეკონომიკა
მარგველაშვილი: ეკონომიკური თვალსაზრისით, ახლა არის არაორდინალური და აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო

თუ რაიმე წინაპირობა შესაძლოა იყოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელსაც ხელს შეუწყობს მთავრობა, ყველა ასეთი პირობა უზრუნველყოფილია. ახლა არის არაორდინალური და აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "მთავარი" განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეკონომიკა და დასაქმება - "ეს არის ის, რითაც ყოველდღიურად არის შეწუხებული ჩვენი მოქალაქე".

„თუ რაიმე წინაპირობა შესაძლოა იყოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელსაც ხელს შეუწყობს მთავრობა, ყველა ასეთი პირობა უზრუნველყოფილია. ახლა არის არაორდინალური და აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო. როგორი იქნება ეს ნაბიჯები, ამის თაობაზე მე ვერ მოგახსენებთ. თუმცა, როგორც საარჩევნო პროცესმა და გამოკითხვება, ასევე იმ ურთიერთობებმა, რაც მაქვს ახლობლებთან და თქვენც გაქვთ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აჩვენა ეკონომიკა, დასაქმება. ეს არის ის, რითაც ყოველდღიურად არის შეწუხებული ჩვენი მოქალაქე. მე მხარს დავუჭერ მთავრობის აქტიურობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics