|
2016-11-21 17:07:03, 655 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველო-ამერიკას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ამ თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს საქართველოში, ასევე აშშ-ში არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს. ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტრადიციულად მაღალი მხარდაჭერა აქვს როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიისაგან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. ბრიჯიტ ბრინკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ასევე, ჩვენს ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დემოკრატიის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით ურთიერთობების პოზიტიური განვითარების დინამიკას, მათ შორის, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)