18:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-20 12:57:40, 938 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო.

ბატონი გიზოს მიერ გამორჩეული ხელწერით შექმნილი სპექტაკლები არაერთი თაობის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა. ფასდაუდებელია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც მან ქართული თეატრისა და კინოს ახალი თაობების აღზრდისთვის გასწია. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში.

ამ მძიმე წუთებში ბატონი გიზოს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისს და თანადგომას ვუცხადებ მათ, "-ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics