|
2016-11-20 10:28:40, 801 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის -„მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შსს-ს წარმომადგენლები თბილისის, ბათუმის და მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბათუმის N16 და მარნეულის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი კი თბილისის N1 კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა და მათ ტრეფიკინგზე, კიბერდანაშაულზე და მათი პრევენციის შესახებ ესაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ უკვე 2 წელია მიმდინარეობს. მისი მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)