19:51 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 16:42:57, 924 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი გლობალურ საკითხებში აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის თანაშემწეს, ჯიმი კოლკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკალიანი, გლობალურ საკითხებში აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯიმი კოლკერს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობა, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში გაწეული და სამომავლო სამუშაოს კუთხით.

ამერიკულმა მხარემ დასძინა, რომ მიუხედავად საქართველოსა და აშშ-ში ახლახან ჩატარებული არჩევნებისა, ორი ქვეყნის ახლადარჩეული ადმინისტრაციები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ქვეყნებს შორის არსებულ ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მხრივ.

საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ძალზე წარმატებული C-ჰეპატიტის პროგრამის მიმართულებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ასევე ამ მიმართულებით ჩართულობის მხრივ ხელშესახები შედეგების მიღწევაზე.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს და კერძოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული ძალისხმევა და აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის მიმართულებით გლობალური დღის წესრიგის რეალიზებაში. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს როგორც საქართველოს ლიდერობას და მიღწეულ შედეგებს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის კუთხით, ისე ქვეყნის აქტიურ ჩართულობას ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ამ მხრივ არსებულ სამეცნიერო პროგრამებში.

მხარეები შეთანხმდნენ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა გამოყენებულ იქნას ამ კუთხით არსებული უზარმაზარი პოტენციალი. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics