19:51 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 18:16:23, 826 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: გასული 4 წელი სრულიად ფუჭად იყო დაკარგული ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში

ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღეს სიღატაკეში ცხოვრობს, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ გადმოგილოცეთ, ფარატინა ქაღალდად დარჩა, - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა "ქართულ ოცნებას".

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, განვლილი 4 წელი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ფუჭად დაკარგული იყო.

"სამწუხაროდ ის, რაც მოხდა ოცნების მმართველობის პერიოდში, არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ახალი ხელისუფლება წარმატებული აღმოჩნდება. ჩვენ ვნახეთ რომ გასული 4 წელი სრულიად ფუჭად იყო დაკარგული ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. საზოგოადება დღესაც ელოდება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, რომელსაც ჩვენ დღემდე ვერ მივაღწიეთ, სწორედ თქვენს მიერ დაკარგული დროის გამო. ფაქტობრივად შეუძლებლად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღეს სიღატაკეში ცხოვრობს, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ გადმოგილოცეთ, ფარატინა ქაღალდად დარჩა. დღეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია ის სუბიექტები, რომლებიც ღიად ლობირებენ ანდიტადასვლურ კურსს და აშკარად ამბობენ რომ ქვეყანა არ უნდა გაწევრიანდეს ნატო-ში. მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ მიმართულებით, ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, უმწავევს ოპონირება ს გაგიწევთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics