|
2016-11-18 16:06:19, 707 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პასუხს ვაგებ თითოეული იმ განცხადების საფუძვლიანობაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გავაკეთე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამწუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა იმ განცხადების საფუძვლიანობაზე აგებს პასუხს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გააკეთა: „პირველი შეკითხვა ეხებოდა ჩემს წინასაარჩევნო განცხადებებს და გამოსვლებს. აქ იყო ნახსენები ისეთი სიტყვები, როგორიც არის აგრესია, სიძულვილი და ა.შ. პასუხს ვაგებ თითოეულ იმ განცხადებაზე, რომელიც ჩემს მიერ კეთდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. პასუხს ვაგებ თითოეული ამ განცხადების საფუძვლიანობაზე. რაც შეეხება განცხადებათა სიმძაფრეს, ეს სიმძაფრე იყო აუცილებელი იმ გარემოში, რომელიც ჩამოყალიბდა წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იყო მთელი სიმწვავით სიმართლის თქმა საქართველოს მოსახლეობისთვის და სწორედ ამ სიმართლემ მისცა ჩვენს მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. იმ არჩევანისა, რომლის შედეგიც არის პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)