22:38 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 15:16:02, 1122 ნახვა

სხვადასხვა
მერლინ მონროს ცნობილი კაბა აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა

მერლინ მონროს კაბა, რომელშიც მსახიობმა ჯონ კენედის დაბადების დღეზე ცნობილი სიმღერა “Happy Birthday, Mr.President” შეასრულა, ბევერლი ჰილზში აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ცნობით, კაბა რიპლის მუზეუმმა შეიძინა. ის აუქციონზე გაყიდულ კაბებს შორის  ყველაზე ძვირადღირებული გახდა. თავდაპირველად, მონროს კაბა 3 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

ცნობისთვის, დიზაინერ ჟან ლუის მიერ შექმნილი კაბა 2500 კრისტალით არის მორთული.

მერილინ მონროს გამოსვლა 1962 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე მისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო. მსახიობი ცნობილი სიმღერის შესრულებიდან 3 თვის შემდეგ გარდაიცვალა.

მერილინ მონროს კიდევ ერთი კაბა კომედიიდან “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” 450 ათას დოლარად გაიყიდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics