|
2016-11-18 13:01:25, 817 ნახვა
პოლიტიკა
მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომას უხუცესი წევრი რევაზ არველაძე უძღვება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს რევაზ არველაძეს გადასცა. საკონონდებლო ორგანოს უხუცესი წევრი სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. არველაძემ პარლამენტის წევრებს რეგლამენტით განსაზღვრული დღის წესრიგი წარუდგინა. „პატივცემულო კოლეგებო უნდა მოგახსენოთ, რომ აპარატიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომას 141 პარლამენტის წევრი ესწრება.სხდომა უფლება მოსილია შეუდგეს საქმიანობას. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ წინასწარ პარლამენტში გასულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შედეგად წარმოდგენელი პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით და პარლამენტის სამანდატო დროებითი კომისია 17 წევრის შემადგენლობით. უნდა მოვუსმინოთ ქალბატონ თამარ ჟვანიას ინფორმაციას პარლამენტის არჩევნების შედეგების შესახებ. შემდეგ გამოვაცხადებთ ერთ საათიან შესვენებას, რათა პარლამენტის ხმის დამთვლელმა კომისიამ და სამანდატო კომისიამ აირჩიონ თავიანთი თავმჯდომარეები და მდივნები, ამავე დროს პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ უნდა შეისწავლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაცემული მასალები. შესვენების შემდეგ მოვუსმენთ სამანდატო კომისიის თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შესახებ. ამის შემდეგ კენჭს ვუყრით პარლამენტის დადგენილებას, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შესახებ, შემდეგ დავდებთ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, ამის შეგდებ კიდევ დაგვჭირდება ერთი შესვენება, რათა პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ რეგისტრაციაში გაატაროს საპარალამენტო ფრაქციები, უმრავლესობა და უცირესობა. ამის შემდეგ ავირჩევთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს“,-განაცხადა რევაზ არველაძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)