|
2016-11-17 17:02:07, 939 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა მთამსვლელებმა ჰიმალაის, ტიანშანისა და კავკასიონის მწვერვალები დალაშქრეს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მთამსვლელთა გართიანებული ფედერაციის ორგანიზებით ტიანშანის, ჰიმალაისა და კავკასიონის მწვერვალებზე ქართველმა მთამსვლელებმა მნიშვნელოვანი ასვლები განახორციელეს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ორთვიანი ექსპედიცია ტიანშანი 2016, შუა აზიაში, რომლის ფარგლებშიც ალა-არჩას ხეობაში პირველი ქართული გზა დაემატა. ამის შემდეგ განხორციელდა ასვლა ხან-თენგრიზე, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე 7000 მ. სიმაღლის მთად ითვლება. მესამე ასვლა მწვერვალ ვაჟა-ფშაველაზე მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში 6 918მ-ზე განხორციელდა. როგორც სამინისტრი აცხადებენ, შუა აზიიდან დაბრუნებულმა ჩაბმამ ჭაუხში ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველი გავლა განახორციელა. 1) მწვერვალი მანასლუ /8163მ./ ნეპალი, ჰიმალაები 2) მწვერვალი ჩათინი. უმაღლესი სირთულის /VI/ მარშრუტი ე.წ. რომბზე 4) კორონა, ახალი გზა სამხრეთ კედელზე არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე 5) ხან-თენგრი, 7010 მ. არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე 6) მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6918 მ. ქართული გზით 7) ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველ-გავლა გიორგი ტეფნაძე, არჩილ ბადრიაშვილი
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)