|
2016-11-17 13:04:45, 677 ნახვა
საზოგადოება
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP) თანამშრომლობა ღრმავდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი კვლევების შედეგები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აზიის ქვეყნებში კარტოფილის პროგრამის კოორდინატორს, გრეგორი ფორბესს ცენტრში მიმდინარე სამუშაოები გააცნო და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ახალ პროგრამას, რომელიც 2017-2020 წლებში განხორციელდება და საქართველოში მეთესლეობის სისტემის კვლევასა და ინტეგრირებული ჯანსაღი თესლის წარმოებას ითვალისწინებს. პროგრამას ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად განახორციელებს. „სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ზოგადად მეკარტოფილეობის დარგის განვითარებისა და სარგავი (სათესლე) მასალის წარმოების ხელშეწყობისთვის. კარტოფილის ახალი ჯიშების ინტროდუცირება, მათი მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გავრცელება ფერმერებს ხარისხიანი მოსავლის მიღებაში ეხმარება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. ვიზიტის ფარგლებში, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებმა ჯიღაურას ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების საკოლექციო, სადედე და სადემონსტრაციო ნაკვეთები, ცენტრის ერთწლოვანი კულტურების ექსპერიმენტალური ბაზა და ინვიტრო ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც CIP-ის მიერ ცენტრისთვის გადმოცემულ კარტოფილის ახალ ჯიშებსა და კლონებზე დაკვირვება მიმდინარეობს. (NS)
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)