|
2016-11-17 12:12:06, 1131 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ვამაყობ, რომ ქართველებმა ნატო-საქართველოს წვრთნების ყველა ეტაპის წარმატებით გავლა შევძელით
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს, - სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები გაუძღვებიან, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება. მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. „ჩვენი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ქართული ჯარის ნატო-ს სტანდარტებით მომზადება. ასეთი წვრთნები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კვირიკაშვილის შეფასებით, უპრეცედენტო ფაქტია, რომ მაღალი დონის სწავლებას ნატო-ს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა-საქართველო ატარებს. „ვამაყობ, რომ ჩვენ, ქართველებმა შევძელით ყველა ეტაპის წარმატებით გავლა, სწავლების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კრიზისების მართვისა და რეაგირების სწავლებაზე ნატო-ს მრავალეროვან ბრიგადას სწორედ ქართული მხარე ხელმძღვანელობს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში. დარწმუნებული ვარ, წვრთნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება და სასარგებლო და წარმატებული იქნება ყველა მონაწილისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
გავრილოვის ღამის წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
კანადის მოქალაქეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სამკურნალო პრეპარატის მიღების გამო 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)