|
2016-11-17 11:35:25, 550 ნახვა
პოლიტიკა
მოქმედ მთავრობას ხვალ უფლებამოსილება შეუწყდება
ახლადრჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს. ამის შემდეგ პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დაიწყება. რაც შეეხება, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანო პირველივე სხდომაზე, ანუ ხვალ თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით აირჩევს. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში აქვს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა. "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძეა. მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია პარლამენტის პირველ სხდომას დაესწროს. პირველ სხდომაზე ასევე შეიძლება მიწვეულ იყვნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ცნობისთვის, ხვალინდელ სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ დაეწრება. უწმინდესი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში, მოსკოვის პატრიარქ კირილეს იუბილეზე დასასწრებად მიემგზავრება. შეგახსენებთ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)