|
2016-11-16 19:27:37, 792 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ მიაჩესლავ გოცულს შეხვდა
„ნატო -საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო. შეხვედრაზე პოლონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. მიაჩესლავ გოცულმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და მათ მნიშვნელობაზე ალიანსის წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)