16:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 15:00:43, 888 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: ჩვენი ამოცანაა ხალხის გვერდზე დგომა და არა ბინძური კამპანიის წახალისება

"დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო", -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას პარტიის წევრთა ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა. ბოკერიას განცხადებით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

“ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე, მოყვა ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია, რამაც წაახალისა ძალიან ბინძური კამპანია ჩვენთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს შევეკარით. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ისევე როგორც ძალიან დიდი შეცდომაა დღეს არჩევნებზე ხელის ჩაქნევა, გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ როცა გველის თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ვაპირებთ, ამ არჩევნებზე ვიბრძოლოთ ჩვენს აქტივთან ერთად. ჩვენი ამოცანაა ხალხის გვერდზე დგომა და არა ბინძური კამპანიის წახალისება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics