|
2016-11-16 14:01:44, 942 ნახვა
პოლიტიკა
ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმს ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მოაწერა ხელი. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 884 იყო. არჩევნების შედეგები გაბათილდა და განმეორებითი კენჭისყრა აღარ გაიმართა 10 უბანზე. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 1 825 054-მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა ასეთია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 477 053 ხმა, "დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" 88 097 ხმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 856 638 ხმა. პარლამენტის წევრად "ქართული ოცნებიდან" 115 დეპუტატი აირჩიეს, "ნაციონალური მოძრაობიდან" - 27, "პატრიოტთა ალიანსიდან" - 6, "თოფაძე მრეწველებიდან" - ერთი და კიდევ ერთი დეპუტატი საინიციატივო ჯგუფიდან. შემაჯამებელი ოქმი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ ოფიციალურად ძალაში შევა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)