|
2016-11-16 13:21:22, 1457 ნახვა
სამართალი
თავდაცვის სამინისტრომ სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე მოკვლევა დაიწყო
თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, დეტალები მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. „გენერალურმა ინსპექციამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ ფაქტს რეალურად, რადგან დასახელებული პირები წლებია თავდაცვის სამინისტროს უწყებაში მსახურობენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. "მოამბის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ წინა წლებში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ნინუა და ცაბაძე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, მედიის ცნობით, კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში ნინუასა და ცაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება თავდაცვის მინისტრის მიერაა გამოცემული. ამასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი განმარტავს, რომ აქვს უფლებამოსილება საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება. რაც შეეხება უშუალოდ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნის მოტივს, გელაშვილის თქმით, მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ნინუასა და ცაბაძის ხედვა გენშტაბის ხედვებს ემთხვევა. ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა ამ საკითხზე სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა. რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, რომ სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან ”ნაციონალური მოძრაობის” კადრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით პირადი შემადგენლობის მიმართ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)