|
2016-11-15 23:12:55, 694 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: 2012 წელს ხელისუფლება იმიტომ გადავაბარეთ, რომ ასეთი იყო ხალხის ნება
2012 წელს გადავაბარეთ არა იმიტომ, რომ სუსტები ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ იყო ქართველი ხალხის ნება, რომ უნდა ყოფილიყო ცვლილება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი განცხადებით, ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვარაუდობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დამარცხდებოდა. აქვე სააკაშვილი აცხადებს, რომ ხალხის სურვილი იყო, მომხდარიყო ქვეყანაში ცვლილება და ეს ასეც მოხდა. "2012 წელს გადავაბარეთ არა იმიტომ, რომ სუსტები ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ იყო ქართველი ხალხის ნება, რომ უნდა ყოფილიყო ცვლილება. თორემ რა უნდოდა, ყველაფრის გამოყენება შეიძლებოდა. რა სისულელეა, რომ ამბობენ, რომ სააკაშვილს ხალხის შეეშინდაო. ძალიან ძლიერები ვიყავით ბევრად მეტი ბერკეტები გვქონდა, ვიდრე ივანიშვილს და ბევრად მეტი საერთაშორისო მხარდაჭერაც გვქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ არჩევნებში ქართველი ხალხის ნება იყო გამოხატული არჩევნებში. 2-3 თვით ადრე ჩემს ვიწრო წრეში ვამბობდი, რომ არჩევნები ალბათ წაგებულია მეთქი. ზუსტად ასევე მოუხდება ივანიშვილს წასვლა იმიტომ, რომ ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება, მაგრამ ამ ნებას გამოხატულება ჭსირდება პოლიტიკური პარტიის ლიდერებში," - აცხადებს სააკაშვილი.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)