|
2016-11-15 22:51:08, 702 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ივანიშვილი მომავალშიც გააყალბებს არჩევნებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალშიც გავფარჩაკდებით
ივანიშვილი ამბობს, რომ ათწლიანი ციკლია, ნიშნავს რომ მომავალშიც გააყალბებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაწერთ ხელს, რომ მომავალშიც გავფარჩაკდებით, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. სააკაშვილი "რუსთავი 2"-თან ინტევიუში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს საყვედურობს და ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან გაყალბებული არჩევნებისთვის მისი პარტიის წევრები არ ემზადებოდნენ. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის რომ ყოფილიყო, საქართველოში პარტიას ხმების დასაცავად მოამზადებდა. „აქ რომ იყვნენ რამდენჯერმე ჩამოსულები, მათ თქვეს, რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს საარჩევნო კამპანიაზე. ეს იყო მთელი ლაპარაკი. როცა ადამიანი იტყვის, მე ვაგებ პასუხს, მან უნდა აგოს პასუხი,“ - განაცხადა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი მომავალ არჩევნებსაც გააყალბებს და "ნაციონალური მოძრაობა" ამას შეგუებულია, თუმცა თავად სააკაშვილი ამასთან შეგუებას არ აპირებს. „მე არ ვარ მზად, რომ თავი მოვიტყუო. ივანიშვილი ამბობს, რომ ათწლიანი ციკლია, ნიშნავს რომ მომავალშიც გააყალბებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაწერთ ხელს, რომ მომავალშიც გავფარჩაკდებით. მე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)