|
2016-11-15 14:22:50, 1682 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 %-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნული. საქსტატის ცნობით, 2016 წლის ოქტომბერში, 2016 წლის სექტემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით ინდექსი 1,9 პროცენტით შემცირდა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით დაფიქსირდა ინდექსის 23,7 პროცენტიანი ზრდა. „2016 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასები 1,3 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 1,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (1,5 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (3,2 პროცენტი). ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზე ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით და შესაბამისად, სექციამ 0,19 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 2,7 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -2,21 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა ქიმიური წარმოების (-20,9 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-6,6 პროცენტი) ქვესექციებზე; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და, შესაბამისად, სექციამ 0,56 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)