|
2016-11-15 13:13:27, 666 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება ნატო-საქართველოს წვრთნებზე: რუსეთი მსგავს აქტივობაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. “ყურადღებას ვაქცევთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო მანევრებს, რომლებშიც 13 ქვეყნის 250-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული უკვე მესამე მრავალეროვნული სწავლებაა, მაისში ჩატარებული Noble Partner-ისა და სექტემბერში ჩატარებული Agile Spirit-ის შემდეგ. მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ოპერატიული მომზადების მასშტაბებისა და ინტენსიურობის გეგმაზომიერი გაზრდა ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით. რუსეთი მსგავს აქტივობაში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავს. თავისი შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს საქართველოს მეზობლებმა - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ უბიძგა ნატო-ში წევრობის დაპირებებმა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე გაისმა, თბილისს 2008 წლის აგვისტოში რუს მშვიდობისმყოფელებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოქალაქეებზე დანაშაულებრივი თავდასხმისკენ. ნატო არ მალავს, რომ სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება როგორც რუსეთის შეკავების პოლიტიკის ნაწილი. როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს ამ კონტექსტში, ართულებს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესს”, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)