15:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 10:45:58, 1286 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ პირველი ოფისი გახსნა

თბილისში საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია საქს ინვესტმენტის პრეზენტაცია და პირველი ოფისის საზეიმო გახსნა გაიმართა.

საქს ინვესტმნეტი საერთაშორისო კორპორაციაა, რომლის ცენტრალური ოფისი ჰონგ კონგში მდებარეობს. 

ორგანიზაცია შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს დაიწყონ, ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

 კომპანია ასევე ეხმარება კომპანიებს, რათა გახდეს კონკურენტ უნაიანი ბაზარზე თავის სექტორში. 

საქს ინვესტის მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსურ განათლებას და ფინანსური ბაზრების განვითარებას ქვეყანაში.

როგორც გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენელმა ამირან აზალაძემ აღნიშნა, კომპანია ინვესტორების მოზიდვაზეა ორიენტირებული. 

"ჩვენ ვცდილობთ მათთვის საქართველოს ბაზარი მომგებიან და საინტერესო საინვესტიციო სექტორად წარმოვაჩინოთ, რითაც ხელი შეეწყობა სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მოხდეს დამატებითი კაპიტალის შემოტანა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას. ეს კი, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს საქართველოზე, ქვეყანაზე, სადაც სარფიანი საინვესტიციო გარემოა ყველასთვის",-განაცხადა ამირან აზალაძემ. 

საინვესტიციო კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალშია: ფინანსური განათლება, ფინანსური კონსულტაცია, საინვესტიციო მომსახურება,  საბროკერო მომსახურება, ტექნიკური და პროგრამული მომსახურება. 

საქს ინვესტმენტი თანამშრომლობს კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო ქსელის გაფართოვებას.

ცნობისთვის,  საქს ინვესტმენტი დაფუძნებულია 7 წლიან გამოცდილებაზე და მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 

კომპანია წარმოდგენილია აზიის, ევროპის, ავსტრალიის და აფრიკის კონტინენტებზე. 
კომპანია ფლობს აქტივებს, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ერთ-ერთ უმსხვლეს ბანკში.  გასათვალისწინებელია, რომ კომპანია არ არის დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში, რაც ხელს უწყობს მოზიდული კაპიტალის უსაფრთხოებას და მეტ დაცულობას. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics