|
2016-11-14 18:24:37, 645 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით წარადგინა საქართველოს კანდიდატი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთ მაღალ თანამდებობაზე საქართველო საკუთარ კანდიდატურას პირველად წარადგენს. ზურაბ პოლოლიკაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. 2005-2006 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2009-2010 წლებში მას ეკავა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის თანამდებობა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ისეთ ინიციატივებსა და რეფორმებს, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი 2017 წლის მაისში გაიმართება, ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში, რომელიც 33 ქვეყანას აერთიანებს. აღმასრულებელი საბჭოს მიერ რეკომენდირებული კანდიდატის არჩევნები, ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)