15:35 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 13:30:14, 586 ნახვა

საზოგადოება
ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დასრულდა

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს, გივი კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის მიხედვით, მდინარის ნაპირზე დამბა,დამბის წინა მხარეს  კი  ბეტონის დამცავი საფარი მოეწყო. მზიურის მიმდებარედ გაგანიერდა ვერეს კალაპოტი, დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება და მდინარის წყლის შემშვებ-გამომშვები,  500 მმ-იანი მილების მოწყობა.

თბილისის მერის განმარტებით,  ვერეს ხეობაში, პრევენციის მიზნით, კიდევ რამდენიმე პროექტი განხორციელდება.

„მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, ვერეს ხეობაში,ამ მიმართულებით, პროექტები გრძელდება, სხვადასხვა ნაწილში კალაპოტის ფორმირების მე-2 და მე-3 ეტაპის სამუშაოები დაიწყება; გაზაფხულზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, გამწვანების პროექტს განახორციელებს. ასევე, კეთილმოეწყობა მზიურის პარკი“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოების პირველი ეტაპისთვის  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics