|
2016-11-12 17:58:53, 1012 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ხვალ კახეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ კახეთს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი სოფელ ბაკურციხეში დავით სარაჯიშვილის რესტავრირებულ სახლ–მუზეუმს დაათვალიერებს და ახლადაშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება. მათივე ცნობით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ცნობილი მეცენატისა და ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის სახლ–მუზეუმის კომპლექსს- სასტუმრო–მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ–მაცივარს სათანადო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. სამუშაოები შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ"-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 150 -მდე ადამიანი, უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)