02:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 09:19:21, 1322 ნახვა

სამართალი
შსს-ს დანაყოფებს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ აგრძელებს.

პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს,  თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარ სამმართველოს, შსს-ს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, ასევე, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს ესტუმრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოზარდებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა განრიგი გააცნეს და საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოსწავლეები ახალწვეულთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს დაესწრნენ. სტუმრებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო.

მეხანძრე-მაშველებმა კი მოზარდებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის და ისტორიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა, ასევე, სახანძრო მუზეუმი დაათვალიერებინეს და უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები მისცეს.

შსს პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.  აღნიშნული პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics