|
2016-11-09 17:13:44, 2126 ნახვა
ეკონომიკა მსოფლიო
გიორგი კეპულაძე: ამერიკა არ არის ის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის არჩევით შეიძლება ეკონომიკას პრობლემები შეექმნას
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის განცხადებით, ამერიკა არ არის ის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის არჩევით შეიძლება ეკონომიკა ძირეულად შეიცვალოს და მას პრობლემები შეექმნას. როგორც კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ფინანსურ ბაზრებზე დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. მისივე განმარტებით, გამყარების, ან გაუფასურების კუთხით მკვეთრი მერყეობა უჩველო არაა, რადგან ის პოსტსაარჩევნო პერიოდს ახასიათებს. ამასთან, კეპულაძის თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე და ბირჟებზე მიმდინარე მოვლენები საქართველოზე ცოტა გვიან და ირიბ ზეგავლენას ახდენს: „ რადგან ჩვენ არ ვართ საერთაშორისო ბაზრის დიდი მონაწილე. ზოგადად, დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. ის იყო პოსტსაარჩევნო შოკური რეაქცია, რაც ახასიათებს ბირჟებს, თუმცა მე პერსპექტივაში განსაკუთრებულ გაიაფებას დოლარის და შემდეგ ამის გამო ლარის გამყარებას არ ველი, რადგან ამერიკა არ არის ის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის არჩევით შეიძლება ეკონომიკა ძირეულად შეიცვალოს და მას პრობლემები შეექმნას. თუმცა, რაღაც პრობლემები იქნება, განსაკუთრებით აშშ-ის მეზობელ ქვეყნებთან, რომელთან დაკავშირებითაც მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა ტრამპი. ეკონომიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს იყო პირველადი შოკი და განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები, მითუმეტეს საქართველოზე. ზოგადად პოსტსაარჩევნო პერიოდს ახასიათებს მკვეთრი მერყეობა- გამყარების, ან გაუფასურების კუთხით. ამჯერად სახეზეა გაუფასურება, რადგან არჩევნების შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა“,-განუცხადა გიორგი კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. ცნობისთვის, გამარჯვებისთვის 270 ხმის მიღება იყო საჭირო.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)