|
2016-11-09 15:26:01, 1948 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ
დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და ერთობლივ წერილს აქვეყნებენ. როგორც წერილშია ნათქვამი, ევროკავშირსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართო და ღრმაა. ტუსკისა და იუნკერის თქმით, ევროკაშირსა და აშშ-ის შორის კავშირები უფრო ძლიერი და გამძლე უნდა გახდეს. “ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ჩვენს საერთო ღორებულებებს. წლების განმავლობაში ევროკავშირი და აშშ ერთად მუშაობდნენ ჩვენი მოქალაქეებისა და მსოფლიოს ხალხისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ტრანსსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერება. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ გამკლავება ისეთ უპრეცედენტო გამოწვევებთან, როგორიცაა დაეში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხე, კლიმატური ცვლილება და მიგრაცია. საბედნიეროდ, ევროკავშირსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართო და ღრმაა: ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთის, კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირებისთვის, ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს წინაშე არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებად, ტრასატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციის პარტნიორობის მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ ჩვენი კავშირები ძლიერი და გამძლე იყოს", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების განცხადებაში. ევროკავშირის ლიდერებმა დონალდ ტრამპი ევროპაში აშშ-ევროკავშირის სამიტზე მომავალი ოთხი წლის ურთიერთობებზე სასაუბროდ მოიწვიეს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)