|
2016-11-08 22:55:40, 726 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ოდიოზურ ფიგურებად მიმაჩნია ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე ფიქრობენ
ოდიოზურ ფიგურებად მიმაჩნია ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ან იმპიჩმენტის პროცედურაზე ფიქრობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. პრეზიდენტი მის შესაძლო იმპიჩმენტის თემასაც შეეხო და არ გამორიცხა, რომ ასეთი იდეა „ოდიოზურ ფიგურებს“ პოლიტიკაში გაუჩნდეთ, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაწილია და რეალურად ხელისუფლება მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე ფიქრობს. „მაგალითად, შეიძლება, რომელიმე გამორჩეულ პოლიტიკოს მოუვიდეს თავში იმპიჩმენტის იდეა და წამოიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. იმპიჩმენტს სჭირდება გარკვეული საფუძვლები, უნდა იყოს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ ასეთი პოლიტიკოსების აზრში და ფანტაზიაში დანაშაულის თემაც გაჩნდება. რატომ არ შეიძლება ასეთი ტიპის დანაშაულის ინსცენირების იდეა მოუვიდეთ? მაგრამ მაინც მიმაჩნია ოდიოზურ ფიგურებად ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ასეთი ტიპის განვითარებაზე, ან პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ან იმპიჩმენტის პროცედურაზე, ეს არის უბრალოდ ფანტაზიის შედეგი,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი დღეს არსებული პირდაპირი არჩევითი წესის მოსალოდნელ შეცვლასთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებას ამის არგუმენტირებული ახსნა მოუწევს. „ეს არის ხალხის უფლება და სანამ ამ უფლებას წაართმევ კარგად უნდა აუხსნა ამ ხალხს, ამას რატომ აკეთებ. ამ ახსნის გარეშე ყველაფერი ეს პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)