|
2016-11-08 22:41:28, 644 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე: მე ამას გავაკეთებ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საუბრობს. გადაცემა "არჩევანში" პრეზიდენტი არსებულ საარჩევნო სისტემას აკრიტიკებს და "ქართულ ოცნებას" 2012 წელს გაცემულ პირობას ახსენებს, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემა უნდა შეცვლილიყო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის მუდმივად მოუწოდებდა მმართველ გუნდს, დაეწყო ამაზე მუშაობა. ამ მიზნით მან წელიწადნახევრის წინ პოლიტიკური პარტიებიც გააერთიანა, თუმცა მასთან მიმდინარე შეხვედრებს კოალიციის წევრები არ დასწრებიან. „მაშინ ასე იყო, რაიმე ტიპის წამოწყება თუ იყო პრეზიდენტის, იქ არდასწრება უფრო მიღებული ფორმა იყო, ვიდრე დასწრება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელს ქვეყანა ორპარტიული პარლამენტით აღარ შეხვდება. „საარჩევნო სისტემამ უზრუნველყო მაჟორიტარების უცნაური შედეგი. იმედი მაქვს, რომ 2020 წელს ჩვენ ორპარტიული პარლამენტიდან გადავალთ მართლა მრავალპარტიულამდე, თუმცა არგუმენტი, რატომ არ მომხდარიყო ეს 2016 წელს, არგუმენტი არ ისმოდა. მე საზოგადოების იმედი მაქვს და მე ამას გავაკეთებ,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)