14:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 16:36:50, 776 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ჩვენ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესია ქართულ საზოგადოებაში

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

აპატურაის განცხადებით, სასულიერო პირებთან შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ასეთი დელეგაცია ჩვენთან პირველად ჩამოვიდა. როდესაც გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, ის შეხვდა საქართველოს პატრიარქს. მინდა აღვნიშნო, რომ სასულიერი პირები საკმაოდ ინფორმირებულნი არიან. დეტალურად ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან დევნილები. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია არის ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესია ქართულ საზოგადოებაში”, - განაცხადა აპატურაიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics