|
2016-11-07 14:37:53, 718 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, აშშ-ის შეხედულება არ იცვლება
საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულება არ იცვლება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კელიმ აღნიშნა, აშშ-მ იცის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები რუსეთიდან გამომდინარე და შესაბამისად საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება. “ძალიან კარგია, რომ აშშ-ში არ იცვლება შეხედულება საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. საგარეო პოლიტიკა იქნება იგივე. ჩვენ კარგად ვიცით ის გამოწვევები, რაც საქართველოს აქვს რუსეთიდან გამომდინარე. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის გადახედვა არ მოხდება ამ კუთხით. ჩვენ ყველანი ველოდებით 9 ნოემბერს და არჩევნების შედეგებს. რაიმე ცვლილებებს საგარეო პოლიტიკური კუთხით არ ველოდებით”, - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)