|
2016-11-07 14:35:17, 708 ნახვა
პოლიტიკა
პაოლო ჯენტილონი: საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის დასტურს წლის ბოლომდე მიიღებს
საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის დასტურს წლის ბოლომდე მიიღებს, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ დისკუსიაზე "იტალია-საქართველოს პარტნიორობა და ევროპის მომავალი" განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის დაასრულებს ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის პროცესს. "მე ცოტა ხნის წინ მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან ევროპარლამენტში. როგორც იცით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საჭიროა დასტურის მიღება ევროპარლამენტისგან. მათ მითხრეს, რომ ეს დასტური ამ წლის ბოლომდე იქნება. თუმცა არ არის გარკველი, როდის",- განაცხადა ჯენტილონიმ. ამასთან, დიპლომატის თქმით, იტალია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. "მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომელსაც იტალია უჭერს მხარს", -აღნიშნა პაოლო ჯენტილონიმ.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)