|
2016-11-06 16:24:09, 668 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი: საქართველო მღელვარე რეგიონში კვლავ ნათელ წერტილად რჩება
„დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის გზით, საქართველო მღელვარე რეგიონში კვლავ ნათელ წერტილად რჩება“ - ასე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი სტივ ჩაბოტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. კონგრესმენის განცხადებით, ამ არჩევნებით, რომელიც როგორც კანდიდატების, ისე ქართველი ხალხის უფლებათა სრული დაცვით ჩატარდა, საქართველომ კიდევ ერთი უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული რეფორმების გზაზე. „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მეგობარი და მოკავშირეა და მე მხარს ვუჭერ მისი ჩართულობის გაძლიერებას რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულ საქმიანობაში. ვულოცავ ქართველ ხალხს და მოუთმენლად ველი საქართველოს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის დაწყებას“ - ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაში. ჩაბოტის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)