12:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 14:59:57, 603 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრა, "ბაგრატაშენის" ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრეზიდენტი დაესწრნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს "ბაგრატაშენის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მხარეებმა ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ ისაუბრეს. 

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. 

სერჟ სარგსიანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics