09:16 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 14:19:43, 1424 ნახვა

საზოგადოება
გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია დაინიშნა

გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია დაინიშნა.

იგი აღნიშნულ თანამდებობაზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს წარადგინა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოში გამჭვირვალე სისტემების ფორმირებაში და მისი კომპეტენცია ამ სამსახურს საკუთარი მიზნების განხორციელებაში დაეხმარება.

„ნინო ლომჯარიას სახით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა პროფესიონალი კოლეგა. ის წაადგება იმ საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელებას, რომელსაც აქ მომუშავე გუნდი ასრულებს“, - აღნიშნა თორდიამ და დასძინა, რომ პირველი მოადგილის კანდიდატურა ვაკანტური იყო.

რაც შეეხება სფეროებს, რომელსაც ნინო ლომჯარია ჩაიბარეს, თორდია ამბობს,  რომ ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი ნინო ლომჯარიას საკურაციო სფეროში იქნება.

„ზუსტად არ ვიცი, დეტალურად გავივლით. ძალიან ბევრი ტექნიკური საფეხურები უნდა გავიაროთ. საკურაციო სფეროები გადანაწილდება და შემდეგ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ლაშა თორდიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics