|
2016-11-04 09:47:10, 629 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან თვისობრივი წინსვლა იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველო არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. აბაშიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა, ოფიციალური მოსკოვი აქტიურად მსჯელობს სავიზო მიმოსვლის გამარტივებაზე. „რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ამ წლის დასაწყისიდან და მათი მხრიდან გაცემული ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ვერ დავაძალებთ რუსეთს კიდევ უფრო გაამარტივოს ან საერთოდ მოხსნას. ეს მათი გადასაწყვეტია. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი წინსვლა, პროგრესი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში,“ -განუცხადა აბაშიძემ „რუსთავი 2“-ს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)