|
2016-11-03 16:29:16, 1493 ნახვა
ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილმა საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია გახსნა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკი) და ევროპის კავშირის ინიციატივის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია კონკურენტული კონსალტინგის თემაზე გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გახსნა. უწყების ინფორმაციით, ბოჭორიაშვილმა თავის მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ქეთევან ბოჭორიშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომლებიც ევრობანკის დაფინანსებით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ევრობანკის „კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის“ გუნდის დირექტორი შარლოტა რუ და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს 200-ზე მეტ პროფესიონალ კონსულტანტი მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის, აშშ-დან და დასავლეთ ევროპიდან. წლევანდელი კონფერენციის თემაა სწრაფი ტემპი, ინოვაცია და ინტერნაციონალიზაცია. კონფერენციაზე განიხილება საკითხები, რომლებიც განსაზღვრავს ამ სფეროში წინსვლას ტენდენციების, მზარდი კონკურენციის, ახალი მოდელებისა და საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის ფონზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)